კ. ჩემი თანხმობის შემთხვევაში რა დროში მოძებნით ავტომანქანას ჩემს მიერ შერჩეული პარამეტრების მიხედვით და როგორ შემატყობინებთ ამის შესახებ?
პ. ჩვენ ვცდილობთ შეგირჩიოთ ოპტიმალური პირობები- საუკეთესო მანქანა შესაძლდ დაბალ ფასში. ამისათვის ჩვენ გვესაჭიროება რამოდენიმე სამუშაო (მაქსიმუმ ერთი კვირა). თუ საორიენტაციო მანქანა გამოტანილია აუქციონზე გასაყიდად - აუქციონის ჩატარების წინა დღეს თქვენ გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია ავტომანქანის შე
სახებ.
აგრეთვე შესაძლებელია ჩვენ მოგიძებნოთ თქვენთვის სასურველი ავტომანქანა არა აუქციონზე, არამედ ავტოდილერთან და გაცნობოთ მისი ყველა მონაცემები და მახა
სიათებლები (სურათების და ზოგჯერ სერტიფიკატის ჩათვლით). თქვენი მანქანის მოძიე
ბის ვადა რამოდენიმე დღიდან - ერთ კვირამდე მერყეობს.
კ. როგორ ხდება არჩეული ავტომანქანის აუქციონზე შეძენა?
პ. როგორც უკვე ავღნიშნეთ თქვენ წინასწარ გეცოდინებათ თქვენთვის სასურველი ავტომანქანის სავარაუდო ღირებულება. აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ის მაქსიმალური თანხა, რომელიც თქვენ თანახმა ხართ გადაიხადოთ არჩეულ ავტომანქანაში, რათა ჩვენ ვაცნობოთ ამის შესახებ ჩვენს პარტნიორს აშშ-ში. რომელიც თქვენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას თქვენი მანქანის ვაჭრობაში, რათა მან არ გადააჭარბოს ვაჭრობისას ფსონის მაქსიმალურ ლიმიტს. თქვენს მიერ არჩეული ავტომანქანის სავაჭროდ გამოსვლისას თქვენ მას ხედავთ ჩვენს ოფისში პირდაპირი ტელეხიდის საშუალებით, თქვენ ხედავთ როგორც მანქანას, ასევე იმ ყველა მიმდინარე ფსონებს, რომლებსაც ახორციელებს როგორც ჩვენი პარტნიორი, ასევე ვაჭრობაში მონაწილე სხვა დილერები. აუქციონის წესის თანახმად მანქანის ვაჭრობას იგებს ყველაზე მაღალი ფსონი. უმეტეს შემთხვევაში აუქციონზე დადგენილი საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე თქვენს მიერ წინასწარ მითითებული ლიმიტი.
კ. თუ მექნება იმის შესაძლებლობა რომ გავზარდო ჩემს მიერ წინასწარ დადგენილი ლიმიტი?
პ. დიახ გექნებათ, მაგრამ თითოული ავტომანქანის ვაჭრობა აუქციონზე მიმდინარეობს საშუალოდ 30 წამის განმალობაში, ე.ი. ძალიან ხანმოკლე დროში, ამიტომ გადაწყვეტილების შესახებ პარტნიორ-დილერის ინფორმირება პირდაპირი სატელეფონო კავშირის საშუალებით.
კ. რა არის საჭირო რომ ჩავებათ აუქციონზე ჩემს მიერ არჩეული ავტომანქანის ყიდვის პროცესში?
პ. იმისათვის რომ ჩაებათ აუქციონზე ყიდვის პროცესში თქვენ წინასწარ (აუქციონის ჩატარების წინა დღეს ან აუქციონის დღეს რამოდენიმე საათით ადრე) უნდა შემოიტანოთ ავტომანქანის სავარაუდო ღირებულების 15%.
კ. სად
შემაქვს აღნიშნული თანხა?
პ. აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად საჭირო თანხა - სავარაუდო ღირებულების 15% - თქვენ შეგაქვთ ბანკში, ჩვენი კომპანიის ანგარიშზე.
კ. რაზე იხარჯება ჩემს მიერ წინასწარ შემოტანილი თანხა?
პ. წინასწარ შემოტანილი თანხა არის გარანტია იმისა, რომ ავტომანქანის აუქციონზე მოგების შემთხვევაში თქვენ აუქციონის მეორე დღის 12 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა) შეიტანეთ მანქანის შესაძენად საჭირო დარჩენილ თანხას, რომელიც პირობითად აღვნიშნეთ C-თი.
მომდევნო დღეს შესატანი თანხა გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: C=(A+T+B+I+D)-15% წინასწარ შემოტანილი თანხა
სადაც:
- A არის აუქციონზე დაფიქსირებული თანხა,
- T სატრანსპორტო ხარჯები
- B აუქციონის მოსაკრებელი
- I დაზღვევა
- D დილერის და ჩვენი მომსახურების ხარჯები
კ. რა მოხდება თუ ავტომანქანის აუქციონზე მოგების შემთხვევაში მე მეორე დღის 12 საათამდე ვერ შევიტან, ან საერთოდ უარს განვაცხადებ დარჩენილი თანხის გადახდაზე?
პ. აუქციონის წესის თანახმად დასაშვებია ერთი დღით სრული თანხის გადახდის ვადის გადაცილება, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ დამატებით მოგიწევთ 100 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა. სრული თანხის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში თქვენ დაგეკარგებათ წინასწარ შემოტანილი 15%-ის შესაბამისი თანხა. ეს დაწვრილებით აღწერილია იმ ხელშეკრულებაში, რომელიც იდება თქვენსა და ჩვენ კომპანიას შორის წინასწარ, იმის შემდეგ, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთან თანამშრომლობას.
კ. სად მიდის ჩემს მიერ წინასწარ შემოტანილი თანხა თუ აუქციონზე არჩეული ავტომანქანის მოგება ვერ ხერხდება?
პ. თქვენ სრულიად გიბრუნდებათ შემოტანილი თანხა მეორე დღეს.
კ. რა დროში ჩამოვა ჩემს მიერ შეძენილი ავტომანქანა?
პ. სავარაუდო დრო წარმოადგენს ტრანსპორტირების დროს დამატებული შეძენილი ავტომანქანის საექსპორტო საბუთების გაფორმების დრო (დაახლოებით ერთი კვირა).
კ. რა დრო ჭირდება ტრანსპორტირებას?
პ. ტრანსპორტირების საშუალო დროა 45 დღე.
კ. რამდენად საიმედოა თქვენთან თანამშრომლობა?
პ. აღნიშნულ საქმიანობას საფუძვლად უდევს კომპანიასა და კლიენტს შორის გაფორმებული იურიდიული ხელშეკრულება, კომპანიასა და ამერიკის დილერს შორის